გრაინერმა დანაშაული აღიარა - მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება
Aa
Aa

გრაინერმა დანაშაული აღიარა - მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ამერიკელმა კალათბურთელმა, ბრიტნი გრაინერმა, რომელიც რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს, დანაშაული აღიარა. დღეს, სასამართლო პროცესი გაიმართა და გრაინერს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

„პატივცემულო მოსამართლე, მინდა, დანაშაული ვაღიარო, მაგრამ დავძინო, რომ ეს განზრახ არ გამიკეთებია და ჩემი განზრახვა რუსეთში არსებული წესების დარღვევა არ ყოფილა“, - განაცხადა ამერიკელმა კალათბურთელმა.

გრაინერის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 14 ივლისს გაიმართება და ბრიტნის ჩვენების მიცემა მოუწევს. გრაინერმა მოსამართლეს დრო სთხოვა, რათა ჩვენების მისაცემად მომზადებულიყო. ამერიკული პრესის ინფორმაციით, დანაშაულის აღიარების მიუხედავად, დიდი შანსია, ეს პროცესი თვეების განმავლობაში გაიწელოს.

საინტერესოა, რომ ESPN-ს ცნობით, გრაინერის აღიარება წინასწარ გათვლილი ნაბიჯი იყო, რათა აშშ-სა და რუსეთს შორის დაკავებული ადამიანების გაცვლა მოხდეს. ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მიხედვით, ეს სასამართლო პროცესი ნამდვილი „წარმოდგენაა“, რათა რუსეთმა აშშ-სთან პატიმრების გაცვლა და რუსი ბიზნესმენის, ვიქტორ ბუტშის მიღება შეძლონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საშინელი ჭრილობა მუნდიალის ნახევარფინალის წინ - ჩაბი ალონსოს გმირობა
საშინელი ჭრილობა მუნდიალის ნახევარფინალის წინ - ჩაბი ალონსოს გმირობა