გარი ნევილი, ბორის ჯონსონი
Aa
Aa

ნევილი: ჩვენ ჯონსონის მსგავს ლიდერს არასდროს უნდა დავუბრუნდეთ

გარი ნევილმა რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გააკრიტიკა და მას გადადგომისკენ მოუწოდა.

დღეს, ჯონსონმა განაცხადა, რომ ის პოსტს ტოვებს. ნევილი ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტით შეხვდა.

„სხვა ქვეყანაში რომ ვუყურებდეთ რა ხდება, ვიფიქრებდით, რომ იქ ასეთი გიჟები არიან! მაგრამ ეს ჩვენ ვართ. ის გვაიძულებს ასე ცუდად გამოვიყურებოდეთ მსოფლიო სცენაზე.

მისმა კაბინეტმა გაამხნევა, მხარი დაუჭირა, მოატყუა და შექმნა ეს მონსტრი! ყველა მათგანი, არა მხოლოდ ის!

ორი წლის კრიტიკის შემდეგ ის წავიდა! ჩვენ უნდა შევიცვალოთ და დავრწმუნდეთ, რომ არასოდეს დავუბრუნდებით ასეთ ლიდერს და ასეთ პოლიტიკას.

ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი საზოგადოება, რომელიც ზრუნავს ხალხზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე და მთელი ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებზე“,

- წერს ნევილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონის პროტეჟეს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს კრისტოფერ პინჩერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ჯონსონმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა პინჩერის გამოძიების შესახებ 2019 წელს. თუმცა, ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო, მაგრამ პინჩერი მაინც დანიშნა პოსტზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გრაინერმა დანაშაული აღიარა - მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება
გრაინერმა დანაშაული აღიარა - მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება