რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ნადალი უიმბლდონს ჩაეხსნა - ნიკ კირიოსი ფინალში გავიდა

ესპანელი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი „უიმბლდონს“ ჩაეხსნა. „ელ მატადორს“ ნახევარფინალურ შეხვედრაში ნიკ კირიოსის წინააღმდეგ უნდა ეასპარეზა, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ 23-ე დიდი სლემისთვის ბრძოლას ტრავმის გამო ვერ განაგრძობს.

„მთელი დღე იმაზე ფიქრში გავატარე, რა უნდა გამეკეთებინა. თამაშის გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან ტრავმა გაუარესდება. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ასე თამაშებს ვერ მოვიგებ. ასეთ მდგომარეობაში ჩაწოდებებს ვერ განვახორციელებ და მოძრაობაც გამიჭირდება.

არ მინდა, გავრისკო, დაზიანება გავირთულო და ამის გამო, 2-3 თვე ვიუქმო. ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ურთულესი იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და ამასთან შეგუება მომიწევს. დამწუხრებული ვარ და სხვას ვერაფერს ვიტყვი. რაც არის, ესაა“, - განაცხადა ნადალმა.

Marca-ს ინფორმაციით, ნადალს მუცლის ერთ-ერთი კუნთის 7 მილიმეტრიანი წყვეტა აქვს და „უიმბლდონს“ სწორედ ამიტომ ჩაეხსნა. მისი გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკ კირიოსი ფინალში გავიდა და ეს მისთვის დიდი სლემის ტურნირების პირველი გადამწყვეტი შეხვედრა იქნება. ავსტრალიელი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და კამერონ ნორის წყვილის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნევილი: ჩვენ ჯონსონის მსგავს ლიდერს არასდროს უნდა დავუბრუნდეთ
ნევილი: ჩვენ ჯონსონის მსგავს ლიდერს არასდროს უნდა დავუბრუნდეთ