დიდი სლემის პირველი ყაზახი ჩემპიონი - რიბაკინამ უიმბლდონი მოიგო
Aa
Aa

დიდი სლემის პირველი ყაზახი ჩემპიონი - რიბაკინამ უიმბლდონი მოიგო

უიმბლდონს ახალი ჩემპიონი ჰყავს. ელენა რიბაკინა გახდა პირველი ყაზახი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ფინალში მან ონს ჟაბური სამ სეტში 3:6 6:2 6:2 დაამარცხა.

პირველი სეტი ჟაბურის უპირატესობით წარიმართა. ტუნისელმა ჩოგბურთელმა კარგად დაიწყო. მეოთხე გეიმში ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. რიბაკინა ბევრს ცდილობდა, მაგრამ უკუ ბრეიკს ვერ ასრულებდა. მეცხრე გეიმში ჟაბურმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტი დახურა.

ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ელენა გამოცოცხლდა და აბსოლუტურად ყველაფერი გამოუვიდა. 23 წლის ყაზახმა ბრეიკი პირველივე გეიმში შეასრულა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. იმ დროს, როდესაც რიბაკინა 4:1-ს იგებდა, მეტოქის კიდევ ერთი ჩაწოდება აიღო და სეტი დამაჯერებლად დაასრულა.

სცენარი არც „დისაიდერში“ შეიცვალა. რეიტინგის 23-ე ნომერმა ბრეიკი კვლავ პირველ სეტში შეასრულა და ჟაბური მთელი სეტის განმავლობაში მდევრის როლში იყო. საბოლოოდ ელენამ 4:2-ის დროს კიდევ ერთი ბრეიკი მიითვალა, 5:2 დააფიქსირა და მატჩზე ჩააწოდა. გადამწყვეტ გეიმში ყაზახს ყველაფერი იდეალურად გამოუვიდა და კარიერაში პირველ დიდ სლემს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ელენა რიბაკინამ ფინალამდე ისეთ ჩოგბურთელებს მოუგო, როგორებიც ვანდავეგი, ანდრესკუ, ჟენგი, მარტიჩი, ტომლიანოვიჩი და სიმონა ჰალეპი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალადობის ბრალდება ყოფილ შეყვარებულზე - კირიოსი სასამართლოში დაიბარეს
ძალადობის ბრალდება ყოფილ შეყვარებულზე - კირიოსი სასამართლოში დაიბარეს