ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ჩაწყობილი თამაშები ჩოგბურთში - ZDF-ის სიუჟეტში ისევ ბასილაშვილი ფიგურირებს

გერმანული ტელევიზიის, ZDF-ის პირდაპირ ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელიც ჩოგბურთში დაფიქსირებულ ჩაწყობილ თამაშებს მიეძღვნა და საქმეში ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც ფიგურირებს. ZDF-ის მიხედვით, ბასილაშვილის გარდა, ეჭვმიტანილი ასლან კარაცევი გახლავთ.

ბასილაშვილისა და კარაცევის საერთო კონტაქტი იაჰორ იაციკია - მათი ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც ჩოგბურთელებს მინიმუმ 2-ჯერ შესთავაზა თანხა, რათა მათ მატჩის შედეგზე გავლენა მოეხდინათ. ბასილაშვილის შემთხვევაში, ყველაზე საეჭვო მატჩი 2021 წლის უიმბლდონის პირველი რაუნდის შეხვედრაა, როცა ალბოტის წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაზე უჩვეულოდ მაღალი ფსონები დაფიქსირდა.

„იაციკი წლებია ფსონის განთავსებაზე რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებთან მუშაობს. მას ფულის პრობლემა არასდროს აქვს და ნადირობს ჩოგბურთელებზე, რომელთა დარწმუნების მოხერხებაც შეუძლია. ბასილაშვილსა და კარაცევს წარსულში ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და იაციკი მომენტს დაელოდა. როცა ისინი უმძიმეს პერიოდში იმყოფებოდნენ, იგი მათ სწორედ მაშინ მიუახლოვდა“, - ავრცელებს ერთ-ერთი მწვრთნელის სიტყვებს ZDF, რომელმაც ანონიმურობის შენარჩუნება ისურვა.

რუსული პრესის ინფორმაციით, ITIA-ში (საერთაშორისო ჩოგბურთის სამართლიანობის სააგენტო) ბასილაშვილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ZDF ქართველი ჩოგბურთელის მენეჯერებს დაუკავშირდა და მათ განუცხადეს, რომ ITIA-სგან ჯერჯერობით არაფერი სმენიათ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები