ოქსანა კალაშნიკოვა, ეკატერინე გორგოძე
Aa
Aa

გორგოძე-კალაშნიკოვას წყვილმა ბუდაპეშტის ტურნირი მოიგო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, წყვილთა შორის, 250 ქულიანი ტურნირი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც საქართველო გახდა.

ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ ფინალურ ეტაპამდე მიაღწიეს, შემდეგ კი პოლონურ-ბელგიური წყვილის ბარიერიც საკმაოდ დამაჯერებლად (2-1) 1:6 6:4 10:6 გაიარეს და მთავარი პრიზი ჩაიბარეს. დაპირისპირება 1 საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

აღნიშნული ტიტული  ოქსანა კალაშნიკოვასთვის კარიერაში მეხუთე, თუმცა 2017 წლის შემდეგ პირველია, ხოლო ეკატერინე გორგოძემ წყვილებში ტურნირის მოგება მეორედ შეძლო.

უნგრეთის შეჯიბრებამდე ბოლო ტურნირი, სადაც ეკატერინე გორგოძე ვიხილეთ უიმბლდონი იყო. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის 43-ე ნომერს, რუმინელ ირინა ბეგუს დაუპირისპირდა და ორ სეტში: 4:6, 1:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიაბრიშვილი: ,,დინამო უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია
ჭიაბრიშვილი: ,,დინამო უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მისი ადგილია"