სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 3 ქულა და 9 მოხსნა ტორონტოსთან - საზაფხულო ლიგა დასრულდა

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ ლას ვეგასის საზაფხულო ლიგა „ტორონტო რეპტორსთან“ გამართული შეხვედრით დაასრულა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 69:80 დამარცხდა.

„მამუს“ თამაში არ წაუვიდა და პარკეტზე მხოლოდ 20 წუთი და 48 წამი გაატარა. ამ დროში, „ბაქსის“ კალათბურთელმა 3 ქულა, 9 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. მამუკელაშვილმა 6-დან 1 ბურთი ჩააგდო და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

„ტორონტოსთან“ წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად, სანდროს ბრწყინვალე საზაფხულო ლიგა ჰქონდა. „ბრუკლინის“ წინააღმდეგ მან 17 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. „ბოსტონთან“ აქტივში 28 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა. „მინესოტასთან“ – 18 ქულა და 15 მოხსნა, ხოლო „დალასთან“ – 19 ქულა და 6 მოხსნა.

გეტყვით იმასაც, რომ წლეულს, NBA-მ საზაფხულო ლიგის გამარჯვებულს საჩემპიონო ბეჭდები პირველად გადასცა. ეს პატივი „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ ერგო, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში „ნიუ იორკ ნიქსს“ სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაშოუ გრძელდება - ხვიჩას მორიგი გოლი და ნაპოლის გამარჯვება
კვარაშოუ გრძელდება - ხვიჩას მორიგი გოლი და ნაპოლის გამარჯვება