მსოფლიო ჩემპიონატი - სანდრო ბაზაძე ნახევარფინალშია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - სანდრო ბაზაძე ნახევარფინალშია

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშიააა! ეგვიპტის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო ოთხ მოფარიკავეს შორის მოსახვედრად სანდრომ გამოცდილი  ირანელი, 31 წლის, FIE-ს რეიტინგის N12 ალი პაკდამანი 15-12 დაამარცხა!

ნახევარფინალში საქართველოს დროით 20:25,  სანდრო ბაზაძე უნგრელ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს არონ სილაგის შეხვდება!

ცნობისთვის, ბაზაძემ ნახევარფინალამდე გერმანელ ფრედერიკ კინდლერს, უნგრელ ჩანად გემეშის, ჩინელ ჩენპენ შენს და როგორც უკვე მოგახსენეთ ირანელ ალი პაკდამანის აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოფარიკავეების მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება დიდი საფრთხის წინაშე იდგა. ამის მიზეზი კი ფინანსური პრობლემები იყო, რომელიც საბოლოოდ თბილისის მერიამ მოაგვარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები