სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

უშეღავათო ბრძოლა - ბაზაძე ნახევარფინალში დამარცხდა

კაიროში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა. მონაწილეობას კი სანდრო ბაზაძე იღებდა და არსებობდა შანსი, რომ ფინალში გასულიყო.

ქართველი მოფარიკავე ნახევარფინალში უნგრელ არონ ჟილაგის დაუპირისპირდა. გულშემატკივრებმა საკმაოდ მძიმე და უშეღავათო ბრძოლა იხილეს. სამწუხაროდ ბაზაძე 11:15 დამარცხდა და ფინალში ვერ გავიდა.

ცნობისთვის, სანდრომ ნახევარფინალამდე გერმანელ ფრედერიკ კინდლერს, უნგრელ ჩანად გემეშის, ჩინელ ჩენპენ შენს ირანელ ალი პაკდამანის აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოფარიკავეების მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება დიდი საფრთხის წინაშე იდგა. ამის მიზეზი კი ფინანსური პრობლემები იყო, რომელიც საბოლოოდ თბილისის მერიამ მოაგვარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები