საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

მსოფლიო რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე არიან ქართველი ძიუდოისტები

15-17 ივლისს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საერთაშორისო გრან პრი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა.

საგულისხმოა, რომ თითქმის ყველა წონაში, ლიდერთა ხუთეულში ქართველი ძიუდოისტები გვევლინებიან, სპორტსპენთა საერთო ჩათვლაში კი ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი 1-2 ადგილებს ინაწილებენ.

-60 კგ წონით კატეგორიაში მე-3 ადგილზე ლუხუმ ჩხვიმიანია, რომელსაც 2827 ქულა აქვს. საუკეთესო ათეულში გვევლინება თემურ ნოზაძეც, რომელიც 2507 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

-66 კგ წონით კატეგორიაში 3977 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ვაჟა მარგველაშვილი.

-73 კგ წონით კატეგორიას 6632 ქულით ერთპიროვნულად ლაშა შავდათუაშვილი ლიდერობს.

შავდათუაშვილის მსგავსად, -73 კგ წონითი კატეგორიის ლიდერია ტატო გრიგალაშვილიც, რომელსაც 6492 ქულა აქვს.

-90 კგ წონითი კატეგორიის საუკეთესო ათეულში 3 ძიუდოისტი გვევლინება. ზაგრების გრან პრის დასრულების შემდეგ, ბექა ღვინიაშვილმა 4195 ქულით, რეიტინგში 1 საფეხურით, მე-4 ადგილზე დაწინაურდა. მე-6 ადგილზეა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომელსაც 3500 ქულა აქვს, ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე კი 3150 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

-100 კგ წონით კატეგორიის რეიტინგშიც 3 ძიუდოისტი გვხვდება. აღნიშნულ წონაში ქართველებიდან ყველაზე მაღლა ილია სულამანიძე დგას, რომელსაც 3422 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს. შემდეგ მოდის ვარლამ ლიპარტელიანი, რომელის 3319 ქულით მე-8 საფეხურზეა, ონისე სანებლიძე კი 3110 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება მძიმე წონას, რეიტინგის ერთპიროვნული ლიდერი გურამ თუშიშვილია (4459 ქულა), კიდევ ერთი მძიმეწონოსანი, გელა ზაალიშვილი კი მე-7 ადგილზე (3366 ქულა) იმყოფება.

ლიდერთა ხუთეულში გოგონებიდან მხოლოდ 1 ძიუდოისტი გვევლინება. -57 წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანს 4318 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლამაზი იპონით - ბექა ღვინიაშვილის ოქროს მედალი ზაგრების გრან პრიზე
ლამაზი იპონით - ბექა ღვინიაშვილის ოქროს მედალი ზაგრების გრან პრიზე