გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

15 ქულა და 3 პასი - ბეჟანიშვილის შედეგიანი თამაში კანადაში

კანადის საკალათბურთო ჩემპიონატში (CEBL) ''სასკაჩევანს რატლერსმა'' ''ნაითჰოუკსი'' 84:81 დაამარცხა. 23 წლის ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჟანიშვილმა ''ნაითჰოუკსის'' სასტარტო ხუთეულში ითამაშა, პარკეტზე 29 წუთი და 28 წამი გაატარა. მის აქტივში 15 ქულა და 3 პასია. ასევე, 4 მოხსნა შეასრულა: 3 შეტევაში, 1 დაცვაში.

შეგახსენებთ, 2021-22 წლების სეზონში გიორგი ბეჟანიშვილი ''დენვერ ნაგეთსის'' სარეზერვო გუნდში, ''რაპიდს გოლდსში'' თამაშობდა, თუმცა ''დენვერის'' საზაფხული ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა, რის შემდეგაც ''ნაითჰოუკსთან'' კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

კანადის ელიტარულ საკალათბურთო ლიგაში (CEBL) ბეჟანიშვილის გუნდმა 8 თამაში მოიგო, 9 შეხვედრაში დამარცხდა. შემდეგ მატჩს ''ედმონტონ სტინგერსთან'' 23 ივლისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები