ნეიმარი, მუნიე
Aa
Aa

მუნიე: "ნეიმარმა პსჟ-ში თავისი მაგია დაკარგა"

ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ყოფილი თანაგუნდელი გრძნობს, რომ „ბარსელონას“ დატოვების შემდეგ პსჟ-ში ნეიმარის სათამაშო დონე დაეცა.

ტომას მუნიე 30 წლის ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი გახლავთ. „დორტმუნდის“ მარჯვენა მცველის აზრით ნეიმარმა ის დონე ვერ აჩვენა, როგორსაც „ბარსელონაში“ აჩვენებდა.

რა თქვა მუნიემ?

„ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ თამაშისას ნეიმარის დიდი გულშემატკივარი ვიყავი. მას შემდე, რაც პარიზში გადმობარგდა თავისი მაგია დაკარგა. ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ასე ჩანს. უკეთესად თამაში შეუძლია. 10 წლის რომ ვიყო, მისი სურათი ოთახში მექნებოდა ჩამოკიდებული.

იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კონტრაქტი არ გამიხანგრძლივა. ყველაფერმა ჩემს გარეშე ჩაიარა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალმაც. იქ ყოფნა დავიმსახურე.

პარიზის დატოვება გამიჭირდა, რადგან ჩემს ცოლს და შვილებს აქაურობა ძალიან უყვარდათ. გერმანიაში წასვლა გაგვიჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ოჯახური ადაპტაცია გავიარეთ და ახლა ბედნიერი ვარ.“

მუნიე პსჟ-ში

30 წლის ბელგიელი ფრანგულ გრანდს 2016 წელს „ბრიუგედან“ შეუერთდა. 2016 წლიდან 2020 წლამდე მუნიემ „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 128-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"როცა გოლს იტან, ეს თითქოს ორგაზმს ჰგავს" - "დადადოს" ცხოვრება
"როცა გოლს იტან, ეს თითქოს ორგაზმს ჰგავს" - "დადადოს" ცხოვრება