გიორგი აივაზიანი
Aa
Aa

მეორე ოქრო - გიორგი აივაზიანი მსოფლიო ჩემპიონია!

რომში 17-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართულმა დელეგაციამ დღეს 2 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ცოტა ხნის წინ 71 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა ანრი ფუტკარაძე, რომელიც ფინალში აზერბაიჯანელ დავუდ მამადოვს დაუპირისირდა 3:1 დაამარცხა.

მალევე კი მეორე ოქროს მედლის ჯერიც დადგა. 92 კგ წონით კატეგორიაში გიორგი აივაზიანმა იჭიდავა, რომელმაც ფინალამდე მისასვლე გზად მიხაილ ისმაილოვი, რიკარდო ფუბისი და ჰამიდრეზა კეშკტარი დაამარცხა.

ფინალში აივაზიანის მეტოქე გერმანელი დარიუს კიფერი იყო, რომელსაც ძალიან დამაჯერებლად 9:0 მოუგო და ოქროს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის უნდა ვადევნოთ თვალი მომდევნო სეზონში - მამარდა და ხვიჩა საუკეთესო 50 ფეხბურთელს შორის
ვის უნდა ვადევნოთ თვალი მომდევნო სეზონში - მამარდა და ხვიჩა საუკეთესო 50 ფეხბურთელს შორის