გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

მარცხი ბოლო წუთებზე - ქართველების სლოვანი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ გამომგდებმა ბრატისლავის „სლოვანმა“ უნგრულ „ფერენცვაროშთან“ საკუთარ მოედანზე მძიმე მარცხი იგემა.

პირველი შეხვედრის 2:1-ის მოგების შემდეგ, ვლადიმირ ვაისი გუნდი შინ 1:4 დამარცხდა. შეხვედრა ამჯერადაც დრამატული გამოდგა და ამჯერადაც გამარჯვებული ბოლო წუთებზე გამოვლინდა.

პირველი ტაიმი „ფერენცვაროშმა“ 2:0 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა მოუმატეს და 70-ე წუთზე ვერნონ დე მარკომ ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. ამ შედეგზე დამატებითი ტაიმები ინიშნებოდა.

89-ე და 95-ე წუთებზე ტრაორემ და ლაიდუნიმ დიდი ძალებით შეტევაში ასული „სლოვანი“ კონტრშეტევაზე დასაჯეს და ბრატისლაველებმა იგივე სცენარითვე წააგეს, როგორითაც ბათუმის „დინამოს“ მოუგეს და ასევე უნგრეთში „ფერენცვაროშსაც“.

რაც შეეხება ქართველ ლეგიონერებს, სამივე კაშიაც, კანკავაც და ჩაკვეტაძეც სასტარტოში იყვნენ. სამივე მათგანმა თითქმის სრულად ითამაშა, კანკავა 93-ე წუთზე შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძე: „გვინდა, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ
არველაძე: „გვინდა, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და გამოწვევებისთვის მზად უნდა ვიყოთ""