ნეიმარი
Aa
Aa

2-დან 5 წლამდე პატიმრობა და ჯარიმა 10 მილიონი - ნეიმარს სასამართლო ელის

ნეიმარს კორუფციის ბრალდებით სასამართლო ელის.

DIS-მა სარჩელი შეიტანა ბრაზილიელის, მისი მშობლების, „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტების ხოსეპ მარია ბართომეუს და სანდრო როსელის და „სანტოსის“ ყოფილი დირექტორის, ოდილიო როდრიგესის წინააღმდეგ.

DIS-ი ფლობდა ფეხბურთელის სატრანსფერო უფლების 40%-ს, რომელიც მათ 2009 წელს, ნეიმარის „სანტოსში" კარიერის დაწყებისას შეიძინეს. კომპანია აცხადებს, რომ ბრაზილიური კლუბიდან ნეიმარის „ბარსელონაში“ გადასვლის გამო თანხა არ მიუღია და კომპენსაციას 150 მილიონ ევროზე მეტის ოდენობით ითხოვს.

DIS-ი და პროკურორები თვლიან, რომ როდესაც ნეიმარი „ბარსაში“ გადავიდა, ფეხბურთელმა და მისმა მამამ კლუბთან ორ ფიქტიურ კონტრაქტს მოაწერეს ხელი. კომპანიამ 2016 წელს მას უწოდა როგორც - „თავისუფალი კონკურენციის დარღვევა სატრანსფერო ბაზარზე".

პროკურატურა ნეიმარის ორი წლით თავისუფლების აღკვეთას და 10 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმას ითხოვს. DIS კი მოთამაშის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს, ასევე ფეხბურთის თამაშის აკრძალვას იმავე ვადით. კომპანია ფეხბურთელის მშობლებისთვის ხუთწლიან პატიმრობასაც ითხოვს. პროკურატურა მხარს უჭერს ნეიმარის მამის დაკავებას ორი წლით, ხოლო დედას - ერთი წლით.

DIS-ი ასევე ითხოვს როსელის გასამართლებას, რომელიც გარიგების დროს „ბარსელონას“ პრეზიდენტი იყო და „ბლაუგრანას“ მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის ბართომეუს 8 წლით თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურა კი როსელისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

ამ საქმეზე 7 სასამართლო სხდომა 2022 წლის 17-დან 31 ოქტომბრამდე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Daily Mail: რონალდუმ მანჩესტერს აცნობა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა სურს
Daily Mail: რონალდუმ მანჩესტერს აცნობა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა სურს