ორი ბრინჯაო - გულბანისა და მამულაშვილის წარმატება ოლიმპიურ ფესტივალზე
სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი მიმდინარეობს და დღეს საქართველოს ნაკრების ყულაბას ორი მედალი შეემატა. წარმატებას ნინო გულბანმა და არჩილ მამულაშვილმა მიაღწიეს.
მამულაშვილი -90 კგ კატეგორიაში გამოდის და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იგი ისრაელის წარმომადგენელს, ინბარ გაბაის დაუპირისპირდა და მეტოქე შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე მოპოვებული იპონით დაამარცხა.
ნინო გულბანი -70 კგ კატეგორიაში ასპარეზობს და ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, სადაც ელენა დენგთან დამარცხა. წაგების შემდეგ, იგი ჰანა ბალოგს შეერკინა და იპონით მოიგო. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებს 1 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული.