კონფერენს ლიგა, დინამო ბათუმი, გია გეგუჩაძე
Aa
Aa

,,ჩვენი გულშემატკივარი მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს" - მატჩისშემდგომი პრესკონფერენციებიდან

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, დინამო ბათუმმა პოზნანის ლეხს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ -  1-1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში, ლეხმა 6-1 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმი)

,,ჩვენს მოწინააღმდეგეს გამარჯვებას ვულოცავ, ღირსეული გუნდია და წარმატებას ვუსურვებ. ჩვენდა სამწუხაროდ, ევროტურნირებს გამოვეთიშეთ, ახლა დასვენება და ახალი, სრული ძალებთ თასისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გაგრძელება გვიწევს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს - იმ მარცხის ფონზე, რომელიც სლოვანთან ვიწვნიეთ და შემდეგ - ლეხთან, სტადიონზე მაინც მრავლად იყვნენ და თანადგომა ნამდვილად იგრძნობოდა. ეს მხარდამჭერა, ჩვენი პირატები და გულშემატკივარი, ჩვენი მხრიდან მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ".

ვან დენ ბრომი (ლეხ პოზნანი)

,,შემდეგ ეტაპზე გასვლით ძალიან ბედნიერი ვარ , რადგან მიზანი სწორედ ეს იყო.

სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი და საოცარი გარემო დაგვხვდა, რაც სასიამოვნო სანახავი და გამოცდილებაა. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი ევროტურნირების მომდევნო ეტაპზეც ვაჩვენოთ".

UEFA-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოზნანის ლეხი ისლანდიურ რეიკიავიკის ვიკინგურს დაუპირისპირდება, ბათუმის დინამოსთვის კი ევროსეზონი დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლომდე ბრძოლა და საოცარი მატჩი - საბურთალომ სტიაუას ბარიერი ვერ გადალახა
ბოლომდე ბრძოლა და საოცარი მატჩი - საბურთალომ სტიაუას ბარიერი ვერ გადალახა