სოფია ბაღიშვილი
Aa
Aa

სოფია ბაღიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება - დაუმარცხებელ მეტოქეს მოუგო

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა, სოფია ბაღიშვილმა Octagon 33-ის ფარგლებში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ანასტასია დიუჟიკოვა დაამარცხა. ბაღიშვილმა ხელის მტკივნეული ილეთით იმარჯვა და ყაზახ მეტოქეს კარიერაში პირველი მარცხი აგემა.

შეხვედრა ქართველი მებრძოლის უპირატესობით დაიწყო და სოფიას თეიქდაუნის განსახორციელებლად რამდენიმე წამი დასჭირდა. იგი მოწინააღმდეგეს აკონტროლებდა, წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა და მტკივნეული შეტევები განახორციელა. საბოლოოდ, დიუჟიკოვამ მიზანს მიაღწია და ბრძოლა დგომში გაგრძელდა, თუმცა სოფიასგან კიდევ ერთი თეიქდაუნი ვიხილეთ. რაუნდის ბოლოს, ინიციატივა ხელთ ყაზახმა მებრძოლმა იგდო და მტკივნეული ილეთის განხორციელება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

მეორე რაუნდის სტარტი ისევ ქართველის იყო და სოფიას მორიგი თეიქდაუნი ვიხილეთ, თუმცა დიუჟიკოვამ უპირატესობა დაიბრუნა და რამდენიმე წამის განმავლობაში ჩხუბი მისი კარნახით მიმდინარეობდა. ვითარება რაუნდის დასრულებამდე 2 წუთითა და 40 წამით ადრე შეიცვალა. თეიქდაუნის შემდეგ, სოფია ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მტკივნეული ილეთით მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა კარიერაში მე-6 გამარჯვება მოიპოვა, ყაზახის ანგარიშზე კი 6-დან 6 მოგება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება - ილიას მომდევნო მეტოქე ცნობილია
თოფურია ოქტაგონზე ბრუნდება - ილიას მომდევნო მეტოქე ცნობილია