ოქრო და ბრინჯაო დღეს - საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
Aa
Aa

ოქრო და ბრინჯაო დღეს - საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი მიმდინარეობს და ტურნირის დასკვნითი დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. გიორგი ტაბატაძემ, რომელიც +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ოქროს მედალი დაისაკუთრა, ხოლო გიორგი ბადუაშვილმა (-100კგ) ბრინჯაო აიღო.

ტაბატაძემ ფინალში თურქეთის წარმომადგენელს, რეჯეპ ერღინს აჯობა, ხოლო ბადუაშვილი ნახევარფინალში, ბოგდან პეტრესთან განცდილი მარცხის შემდეგ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაზე გადაერთო. გიორგიმ სომეხ ძიუდოისტს, ერიკ საღატელიანს სძლია და მე-3 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა ბისტრიცაში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა სულ 7 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო და 5 ბრინჯაო. აქედან 1 ბრინჯაოს მედალი გოგონათა ნაკრების ანგარიშზეა.

ლერი ხაბელოვის კომენტარი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია
„არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია" - იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება