ბილ რასელი
Aa
Aa

ლეგენდარული ბილ რასელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი ბილ რასელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მან მთელი საკალათბურთო კარიერა ''ბოსტონ სელტიკში'' გაატარა. 1956-69 წლებში ''ბოსტონ სელტიკთან'' ერთად NBA-ს ჩემპიონი 11-ჯერ გახდა. აღსანიშნავია, რომ 1959 წლიდან 1966 წლამდე NBA-ს ჩემპიონი მხოლოდ ''ბოსტონ სელტიკი'' ხდებოდა, რაშიც უდიდესი წვლილი ბილ რასელს შეჰქონდა.

NBA-ში რასელის აქტივში 14 522 ქულა, 21 620 მოხსნა და 4 100 პასია.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ''ბოსტონ სელტიკის'' (1966-69), ''სიეტლისა'' (1973-77) და ''საკრამენტო კინგსის'' (1987-88) მთავარი მწვრთნელი იყო.

ბილ რასელი მწვრთნელის ამპლუაში NBA-ს ჩემპიონი ორჯერ გახდა (1968, 1969). საინტერესოა, რომ 1966-69 წლებში ბილ რასელი ''ბოსტონ სელტიკში'' თამაშობდა, ამავდროულად კი გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები