რომა, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

მოლაპარაკება მიმდინარეობს - მოურინიოს ვაინალდუმი სურს

ჟოზე მოურინიოს მომავალ სეზონში სერიოზული გეგმები აქვს. „რომამ“ პაულო დიბალა გაიფორმა და ტამი აბრაჰამი შეინარჩუნა. ამით კი დიდი განაცხადი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტი ტრანსფერების მოთხოვნას აგრძელებს.

იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „განსაკუთრებულს“ საკუთარ გუნდში ჟორჟინიო ვაინალდუმის ხილვა სურს. როგორც დი მარციო წერს, „პარი სენ ჟერმენი“ გამუდმებით იცვლის პოზიციას.

ფრანგულ კლუბს თავდაპირველად ნიდერლანდელის გაშვება იჯარის წესით სურდა, მაგრამ „რომამ“ საბოლოო გამოსყიდვის უფლება მოითხოვა, რაზეც ჯერჯერობით უარი მიიღო. მხარეებს შორის მოლაპარაკება ისევ გრძელდება.

ცნობისთვის, ვაინალდუმს პსჟ-ში ადაპტაცია გაუჭირდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელებმა მის წინააღმდეგ ბევრი არასასიამოვნო ნაბიჯი გადადგეს. ამის გამო კი გუნდში განხეთქილებაც შეიქმნა.

Le Parisien-ის ინფორმაციით, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ლეანდრო პარედესის ძირითად შემადგენლობის თამაშის სურვილი იყო.

ვაინალდუმი პსჟ-ში

ნიდერლანდელი ნახევარმცველი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე, ვაინალდუმმა „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 38-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილი და აზაროვი სერბეთში ითამაშებენ
დავითაშვილი და აზაროვი სერბეთში ითამაშებენ