გიორგი ცინცაძე
Aa
Aa

გიორგი ცინცაძე აფრიკაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, გიორგი ცინცაძე კარიერას აფრიკის ჩემპიონატში, კერძოდ კი ტუნისში, საკალათბურთო კლუბ მონასტირში გააგრძელებს. ინფორმაცია ტუნისურმა გუნდმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

ვეტერანი კალათბურთელი მონასტირში თავდაპირველი კონტრაქტით 1 სეზონს გაატარებს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გახანგრძლივდეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ტუნისური კლუბი ცინცაძესთვის შეიძლება ბოლო იყოს და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ 36 წლის კალათბურთელმა კარიერაც დაასრულოს.

რაც შეეხება ცინცაძის ახალ კლუბს, „მონასტირი“ საკუთარ ქვეყანაში და ზოგადად, აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთ წამყვან გუნდად ითვლება. ტუნისელები გასულ სეზონში აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ და საკუთარი ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმეს. საგულისხმოა, რომ „მონასტირში“ საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი თამაშობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემოთავაზება სხვა ქვეყნების ნაკრებებიდანაც იყო, მაგრამ...“ - რას ამბობს მამუკელაშვილი
„შემოთავაზება სხვა ქვეყნების ნაკრებებიდანაც იყო, მაგრამ...“ - რას ამბობს მამუკელაშვილი