სევილია, მანჩესტერ იუნაიტედი, ალექს ტელეში
Aa
Aa

საბოლოო დეტალების შეთანხმება დარჩა - ტელეში სევილიაში მიდის

„სევილიამ“ ჟიულ კუნდე „ბარსელონაში“ გაყიდა და ახლა დაცვის ხაზის გაძლიერებას ცდილობს. ხულიან ლოპეტეგის კონკრეტულად მარცხენა ფლანგის ფეხბურთელი სურს. ბოლო პერიოდში, ანდალუსიური კლუბი ალექს ტელეშისთვის იბრძოდა და ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „სევილიასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია.

თავად ფეხბურთელი პირობებს გაეცნო და ყველაფერზე თანახმაა. ახლა მხოლოდ საბოლოო დეტალებია დასაზუსტებელი და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით ფაბრიციო კონტრაქტის სხვა პუნქტებს არ ასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რომ ალექს ტელეში „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2020 წელს „პორტუდან“ დიდი იმედებით შეუერთდა, თუმცა ვერც ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და გაცემული ავანსებიც ვერ გაამართლა.

2020 წლიდან დრემდე, 29 წლის მარცხენა მცველმა „წითელი ეშმაკების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 50-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Besoccer.com: გატუზოს რჩეული მამარდაშვილია
Besoccer.com: გატუზოს რჩეული მამარდაშვილია