მორიგი გამარჯვება - საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
Aa
Aa

მორიგი გამარჯვება - საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ბოსნია/ჰერცეგოვინას ნაკრები 79:75 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან საუკეთესო გიორგი ოჩხიკიძე იყო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 33 წუთში 27 ქულა ჩააგდო. გარდა ამისა, მის აქტივში 7 პასი, 4 ჩაჭრა და 3 მოხსნაა.

ლუკა კუჭუხიძემ 10 ქულა ჩააგდო და 9 მოხსნა შეასრულა. კუჭუხიძისა და ოჩხიკიძის მსგავსად გიორგი სულაბერიძეც აქტიური იყო, რომელიც გუნდს 14 ქულით დაეხმარა.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა 4-დან 3 მატჩი მოიგო. ანალოგიურად, 3 მოგებაა ბოსნიელთა ანგარიშზე. ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ და ბულგარეთმა 2-2 შეხვედრაში გაიმარჯვეს.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები მე-5 შეხვედრას 3 აგვისტოს, ნიდერლანდებთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელები ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებენ.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მიზანი A დივიზიონში აღზევებაა. B დივიზიონში 22 გუნდი ასპარეზობს და მხოლოდ  3 საუკეთესო აღზევდება ელიტაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIBA საქართველოს ნაკრებზე: ევრობასკეტზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეტევა ეყოლება
FIBA საქართველოს ნაკრებზე: ევრობასკეტზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეტევა ეყოლება