კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ვინ მიიღო ყველაზე მეტი შეურაცხყოფა - 10-დან 8 მანჩესტერის ფეხბურთელია

ბრიტანეთში საინტერესო კვლევა ჩატარდა და ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებმაც პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, „ტვიტერის“ მომხმარებლებისგან ყველაზე მეტი შეურაცხმყოფელი პოსტი მიიღეს. კვლევა Ofcom-მა და ალან ტურინგის სახელობის ინსტიტუტმა ჩაატარა და დადგინდა, 10 მოთამაშის ვინაობა, რომელთა მისამართითაც ყველაზე მეტი შეურაცხმყოფელი პოსტი განთავსდა.

საინტერესოა, რომ ათეულში „მანჩესტერ იუნაიტედის“ 8 ფეხბურთელი მოხვდა. პირველ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მისამართით 12 520 შეურაცხმყოფელი პოსტი გამოქვეყნდა. მეორე პოზიციას ჰარი მაგუაიერი იკავებს - 8 954 პოსტი. მესამე მარკუს რაშფორდი გახლავთ - 2 557, ხოლო მეოთხე - ბრუნო ფერნანდეში - 2 464.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლების გარდა, ათეულში ჰარი კეინი და ჯეკ გრილიში მოხვდნენ. კეინი მეხუთე გახლავთ და იგი შეურაცხმყოფელ პოსტში 2 127-ჯერ მოიხსენიეს, ხოლო გრილიში მე-7 პოზიციას იკავებს - 1 538.

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ყოველდღიურად, პრემიერ ლიგის ფეხბურთელთა მისამართით 362 შეურაცხმყოფელი პოსტი ქვეყნდება, ყოველი 12 პოსტიდან ერთი კი მათ კანის ფერზე ან რაიმე სხვა დამახასიათებელ ნიშანზეა ორიენტირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მადლობა საქართველო, რომ თქვენი შვილი გვაჩუქეთ“ - ხვიჩაზე გაგიჟებული ნაპოლის ფანი
„მადლობა საქართველო, რომ თქვენი შვილი გვაჩუქეთ“ - ხვიჩაზე გაგიჟებული ნაპოლის ფანი