საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

დასანანი მარცხი ნიდერლანდებთან - 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები B დივიზიონში დარჩა

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრა ნიდერლანდების ასაკობრივ გუნდთან გამართა და სამწუხაროდ დაძაბულ ბრძოლაში 7 ქულის სხვაობით, 59:52 დამარცხდა.

დავით როგავას კალათბურთელები ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 49:40-ს იგებდნენ და ერთი შეხედვით, მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ჩვენმა მეტოქემ ძალების მობილიზება შეძლო და რაიან ვან ეიკის საოცარი თამაშით, რომელმაც ზედიზედ ორი სამქულიანი ჩაგვიგდო, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებითი ტაიმის დასაწყისში ქართველი კალათბურთელები 3 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ეს იყო ბოლო ეპიზოდი, როდესაც დავით როგავას გუნდმა ქულების აღება შეძლო. ოვერტაიმში უფრო ძლიერი ბიდერლანდების 18-წლამდე ნაკრები გამოდგა, რომელმაც ჩვენს ფარში 10 ქულა ჩააგდო და საბოლოოდ, 59:52 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებიდან გამორჩეული გიორგი ოჩხიკიძე იყო, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო და დამატებით 2 მოხსნა, 2 ასისტი და 3 ჩაჭრა მიითვალა. დღევანდელ შეხვედრაში გამორჩეული იყო გიორგი სულაბერიძემ, რომელმაც მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 12 ქულა, 11 მოხსნა და 1-1 ჩაჭრა-ბლოკი.

ნიდერლანდების შემადგენლობაში კი საუკეთესო სიდნი ბილსმა იყო, რომელმაც 17 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი და 2 ბლოკი დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ, სამწუხაროდ საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონის საკუთარ ქვე-ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა, საგზური კი წილად ნიდერლანდების ნაკრებს ხვდა, რომელმაც გამარჯვების შემდეგ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები