ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ჟირონა
Aa
Aa

იტალიური მედია: კაშკაშებს კვარაცხელია, კაშკაშებს ნაპოლი

სერია ა სულ მალე განახლდება. „ნაპოლი“ მოსამზადებელ პერიოდს აგრძელებს და მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. „პარტენოპეი“ „ჟირონას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

სპალეტიმ სასტარტო თერთმეტეულში კვარაცხელია არ დააყენა, თუმცა შეხვედრაში მისი ჩართვა მატჩის 24-ე წუთზე მოუხდა. ქართველმა ფეხბურთელი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. მეორე ტაიმში ყველაზე აქტიური იყო. მე-80 წუთზე კი პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად აქცია.

„კვარას“ ასეთ კარგ თამაშს იტალიური გამოცემა Napolipi.Com გამოეხმაურა:

„კაშკაშებს კვარაცხელია, კაშკაშებს „ნაპოლი“. ხვიჩას ასეთი თამაში კარგია, მაგრამ სპალეტიმ უნდა გააცნობიეროს, რომ სამუშაო კიდევ ბევრი აქვს. „მალიორკასთან“ და „ადანასთან“ თამაშების შემდეგ გუნდმა „ჟირონა“ 3:1 დაამარცხა, თუმცა ეს წარმატება მეტწილად კვარაცხელიაზეა დამოკიდებული.

ეს ფაქტი კი სპალეტიზე კარგად არ მეტყველებს. „ნაპოლი“ ფორმაში უნდა შევიდეს. რეალურად, იტალიელი სპეციალისტის დასაყრდენი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალედ შემოდის.“

კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები „ჟირონასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარცხენა ფლანგი მისი სამფლობელოა“ - La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
„მარცხენა ფლანგი მისი სამფლობელოა“ - La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე