ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Goal.com: კვარაცხელიას შემოსვლამ ნაპოლის ჩვეული მუხტი დაუბრუნა

სერია A-ს ახალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „ნაპოლიმ“ მომდევნო შეხვედრა „ხირონას“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად, 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია გუშინდელ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო, თუმცა მოედანზე 24-ე წუთზე, მატეო პოლიტანოს ნაცვლად შემოვიდა, რომელმაც ტრავმა მიიღო.

საგულისხმოა, რომ ქართველი ფეხბურთელის შემოსვლამდე ანგარიში 0:0 იყო, კვარას გამოჩენის შემდეგ კი სპალეტის გუნდმა 3 გოლი გაიტანა, საპასუხოდ კი საკუთარ კარში 1 ბურთი მიიღო. სასიამოვნოა, რომ 3 გატანილი გოლიდან 1 ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. 21 წლის ფეხბურთელმა მე-80 წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ზუსტად თავადვე შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ამის გარდა, „კვარამ“ გულშემატკივარს საფირმო დრიბლინგებითა და მოძრაობებით დაამახსოვრა თავი და როგორც შევეჩვიეთ, ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის მისამართით ადილობრივმა მედიამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა, მათ შორის ერთ-ერთი კი Goal.com-ია.

რას წერს Goal.com:

გუშინდელი მატჩის პირველი ტაიმი ნაპოლისთვის ძალიან მძიმე იყო, თუმცა შეცვლების წყალობით სპალეტის გუნდმა ჟირონას 3:1 აჯობა. ანდრეა პიტანიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდს ჩვეული მუხტი დაუბრუნეს და მეხუთე ამხანაგურ მატჩში წარმატების მიღწევაში დაეხმარნენ. კვარაცხელიამ ნაპოლის ის ენერგია შემატა, რომელიც ნეაპოლიტანურ კლუბს სერია A-ში აუცილებლად დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სპალეტის გუნდის შემადგენლობაში 5 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩას საუკეთესო მომენტები ჟირონას წინააღმდეგ:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: კაშკაშებს კვარაცხელია, კაშკაშებს ნაპოლი
იტალიური მედია: კაშკაშებს კვარაცხელია, კაშკაშებს ნაპოლი