ლევან ხარაბაძე
Aa
Aa

ხარაბაძე მენდიეტასთან - ქართველი მცველი კვიპროსულ კლუბში ითამაშებს

CrystalSport-ის ცნობით, თბილისის ''დინამოს'' 22 წლის მცველი ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსულ ''პაფოსში'' გააგრძელებს.

საინტერესოა, რომ სეზონის დაწყებამდე ''პაფოსის'' ტექნიკურ დირექტორად ''ვალენსიას'' ლეგენდარული ფეხბურთელი გაისკა მენდიეტა დაინიშნა.

მოგვიანებით, ხარაბაძის ტრანსფერი ''პაფოსის'' ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

რაც შეეხება ხარაბაძის განვლილ კარიერას, მას უცხოეთში 2019-20 წლებში უთამაშია, შვეიცარიული ''ციურიხის'' რიგებში 28 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ევროპა ლიგაზე შვეიცარიული კლუბის მაისურით ''ნაპოლის'' წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში ითამაშა.

ლევან ხარაბაძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

ხარაბაძე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ გუნდში მის აქტივში 3 მატჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარის თქმა არ შემიძლია - რიგლერმა ლოჩოშვილზე ისაუბრა
უარის თქმა არ შემიძლია - რიგლერმა ლოჩოშვილზე ისაუბრა