გიორგი ბეჟანიშვილი
Aa
Aa

ბეჟანიშვილის ორმაგი დუბლი კანადაში - მისი გუნდი მეოთხედფინალშია

კანადის საკალათბურთო ლიგის (CEBL) მერვედფინალში ''ნაითჰოუკსმა'' ''ვოლი ბანდიტსი'' 5-ქულიანი უპირატესობით 90:85 დაამარცხა.

გამარჯვებულთა ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჟანიშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა. მან პარკეტზე 26:35 წუთი გაატარა. მის აქტივში 14 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასია. ასევე, მის ანგარიშზე 4 ფოლი და 1 დაკარგვაა.

ბეჟანიშვილმა ორმაგი დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ ''ნაითჰოუკსი'' მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ''ნიაგარა რივერსია''. მეოთხედფინალური მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, 2021-22 წლების სეზონში გიორგი ბეჟანიშვილი ''დენვერ ნაგეთსის'' სარეზერვო გუნდში, ''რაპიდს გოლდსში'' თამაშობდა, თუმცა ''დენვერის'' საზაფხული ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა, რის შემდეგაც ''ნაითჰოუკსთან'' კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შემოთავაზება სხვა ქვეყნების ნაკრებებიდანაც იყო, მაგრამ...“ - რას ამბობს მამუკელაშვილი
„შემოთავაზება სხვა ქვეყნების ნაკრებებიდანაც იყო, მაგრამ...“ - რას ამბობს მამუკელაშვილი