რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

„ვიცი, რეალის წინააღმდეგ როგორ ვითამაშო“; - ლევადნოვსკის პრესკონფერენცია

„ბარსელონამ“ რობერტ ლევანდოვსკი წარადგინა. ცერემონიას 57 000 გულშემატკივარი დაესწრო და პოლონელმა ფეხბურთელმა სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

„რა თქმა უნდა, ბარსას ერთ-ერთი ლიდერობა დიდი გამოწვევაა. მინდა, ყველას ვაჩვენო, მოედანზე რის გაკეთება შემიძლია და თანაგუნდელებს დავეხმარო. ბარსელონას პროექტს გავეცანი, კლუბის რეაქცია ვიხილე და ამან გამბედაობა მომცა. სეზონის დაწყების პირველივე დღიდან, გვინდა, ვაჩვენოთ, რომ კლუბს კარგი პერიოდი უდგას.

ჩემს ასაკს მნიშვნელობა არ აქვს და ეს მხოლოდ რიცხვია. ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და წლებია უმაღლეს დონეზე ვასპარეზობ. ბაიერნის დატოვება მარტივი არ ყოფილა და იქ 8 წელი გავატარე, მაგრამ ჩემი და ჩემი ოჯახისთვის ეს იდეალური ნაბიჯი იყო.

ჩავისთან გამართული პირველი საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, უკვე ვიცოდი, მწვრთნელს რა იდეები და ხედვები ჰქონდა. მასთან დიალოგის დახმარებით, გავიგე ჩემგან რა უნდოდა და რას აპირებდა. მის გვერდით ვარ და ვთვლი, რომ იგი ზუსტად ისაა, ვინც ბარსელონას თავკაცი უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, კლასიკოში თამაში მინდა და რეალთან შესახვედრად მზად ვარ. კარგად ვიცი, მათ წინააღმდეგ როგორ ვითამაშო. გასული სეზონი რეალისთვის წარმატებული იყო, მაგრამ ბარსელონა აქ იმისთვისაა, რომ მადრიდელები დაამარცხოს“.

ცნობისთვის, პრესკონფერენციაზე „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბს ახალწვეულების დარეგისტრირების პროცესში პრობლემები არ შეექმნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მჯერა, ალდოს დავამარცხებ და ამ ბრძოლის შემდეგ ბევრი შოკირებული იქნება“ - ამბობს დვალიშვილი
„მჯერა, ალდოს დავამარცხებ და ამ ბრძოლის შემდეგ ბევრი შოკირებული იქნება“ - ამბობს დვალიშვილი