კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„ბედნიერი ვარ, ტოპ დონის თავდამსხმელი ჩვენთან რომაა“ - ტენ ჰაგმა რონალდუზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. პრემიერ ლიგა დღეს იწყება და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნიდერლანდელ სპეციალისტს პორტუგალიელ ფეხბურთელზე ჰკითხეს.

„ბედნიერი ვარ, რონალდუ ჩვენთან ერთად რომ იმყოფება. მანჩესტერს ტოპ დონის თავდამსხმელი ჰყავს. იქნება თუ არა კვირას ძირითად შემადგენლობაში? ამას კვირას იხილავთ“.

ტენ ჰაგმა „რაიო ვალეკანოსთან“ გამართული მატჩისას მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა, როცა რონალდუმ და მისმა თანაგუნდელებმა „ოლდ ტრაფორდი“ პირველი ტაიმის შემდეგ დატოვეს: „უნდა აღვნიშნო, რომ სტადიონი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ მთელი ყურადღება კრიშტიანუსკენ იქნა მიპყრობილი, რაც უსამართლობაა. ასე რომ, გამოიძიეთ და გაარკვიეთ რამდენი ფეხბურთელი დარჩა, რადგან სტადიონი ბევრმა მოთამაშემ დატოვა“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სეზონს „ოცნებათა თეატრზე“ გახსნის და „ბრაიტონს“ დაუპირისპირდება. ტენ ჰაგის ინფორმაციით, „წითელ ეშმაკებს“ ფონს გასვლა ანტონი მარსიალის გარეშე მოუწევთ, რომელიც „თოლიებთან“ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზაზა ჯანაშია: „კვარაცხელია ნაპოლიში ვარსკვლავი გახდება“
ზაზა ჯანაშია: „კვარაცხელია ნაპოლიში ვარსკვლავი გახდება“