ჟორჟინიო ვეინალდუმი
Aa
Aa

„აქ გადმოსვლა სწორი ნაბიჯია" - ვეინალდუმი რომას შეუერთდა

„რომამ“ ჟორჟინიო ვეინალდუმი წარადგინა. ნიდერლანდელი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გუნდს იჯარის წესით შეუერთდა და „ჯალოროსის“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. არენდა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება და „მოუს“ გუნდი სერიოზულად გაძლიერდა.

„ყველამ, ვისაც ვესაუბრე, მითხრა, რომ აქ გადმოსვლა ჩემს კარიერაში სწორი ნაბიჯი იქნებოდა. იტალია კარგი ქვეყანაა, რომი ულამაზესი ქალაქია, გულშემატკივრებს კი ფეხბურთი ძალიან უყვართ და ამის შემდეგ, ყველაფერი ნათელი იყო. სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დავინახე, რომამ ჩემს გასაფორმებლად რა გააკეთა, გადავწყვიტე, ეს კლუბი ამერჩია.

სოციალურ ქსელებში რომას გულშემატკივრებისგან უდიდესი სიყვარული მივიღე. არადა, კონტრაქტი გაფორმებული არ მქონდა და ეს საოცარი შეგრძნება იყო. ჩემი ძმა მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ რომას ქომაგებისგან შეტყობინებები მიიღო და მათ სურდათ, მათი საყვარელი კლუბი ამერჩია. ისინი კომენტარებს იმ პოსტებზეც ტოვებდნენ, რომლებსაც ფეხბურთთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდა. ამის შემდეგ, ვიგრძენი, რომ კლუბს, ქომაგებსა და ხელმძღვანელებს ჩემი გაფორმება სურდათ და გადავწყვიტე, რომას რიგებში მეთამაშა“, - განაცხადა ვეინალდუმმა.

შეგახსენებთ, რომ ვეინალდუმამდე „რომამ“ პაულო დიბალა გაიფორმა და ჟოზე მოურინიოს გუნდი სერია A-ს ახალ სეზონს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული შედეგი - ნიკოლოზ ღოღობერიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ისტორიული შედეგი - ნიკოლოზ ღოღობერიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა