მუსიალას დუბლი და მანეს სადებიუტო გოლი - ბაიერნმა აინტრახტი გაანადგურა
Aa
Aa

მუსიალას დუბლი და მანეს სადებიუტო გოლი - ბაიერნმა აინტრახტი გაანადგურა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის ახალი სეზონი ფენომენალური გამარჯვებით გახსნა. „რეკორდმაისტერი“ სტუმრად „აინტრახტს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 6:1 გაანადგურა. იულიან ნაგელსმანის ბიჭებმა პირველ ტაიმში 5 გოლი გაიტანეს და ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს.

შეხვედრაში ანგარიში იოზუა კიმიხმა გახსნა და საჯარიმო დარტყმით ლამაზი ბურთი შეაგდო. 6 წუთში ბენჟამინ პავარმა ანგარიში 2:0 გახადა, 29-ე წუთზე კი თავი „ბაიერნის“ ახალწვეულმა, სადიო მანემ გამოიჩინა და ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

34-ე წუთზე, ჯამალ მუსიალას ჯერი დადგა, ხოლო 43-ზე „აინტრახტის“ ქომაგები სერჟ გნაბრიმ დაამწუხრა. მასპინძლებმა პრესტიჟის გოლი 64-ე წუთზე გაიტანეს და კოლო მუანის დარტყმით ანგარიში 1:5 გახადეს, თუმცა 83-ე წუთზე, „რეკორდმაისტერმა“ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო და მუსიალას დუბლით საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

გეტყვით იმასაც, რომ ბუნდესლიგის მე-2 ტურში „ბაიერნი“ „ვოლფსბურგს“ დაუპირისპირდება. „რეკორდმაისტერი“ მასპინძლის რანგში იქნება და მატჩი 14 აგვისტოსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლა ლიგამ უარი უთხრა - ბარსელონა ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს
ლა ლიგამ უარი უთხრა - ბარსელონა ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს