პრემიერ ლიგა დაბრუნდა - არსენალმა სეზონი მოგებული დერბით გახსნა
Aa
Aa

პრემიერ ლიგა დაბრუნდა - არსენალმა სეზონი მოგებული დერბით გახსნა

პრემიერ ლიგის 2022-23 წლების სეზონი ლონდონური დერბით გაიხსნა. „კრისტალ პალასი“ „სელჰერსტ პარკზე“ „არსენალს“ დაუპირისპირდა და მიკელ არტეტას გუნდს სასურველი სტარტი გამოუვიდა. „მეთოფეებმა“ მეტოქეს 2:0 სძლიეს.

მატჩს საპროტესტო აქცია უძღოდა, რომლის ორგანიზატორებიც „არსენალის“ ქომაგები და ფემინისტური ორგანიზაცია, We Level Up-ი გახლდათ. შეხვედრის დაწყებამდე, „სელჰერსტ პარკზე“ თვითმფრინავმა გადაიფრინა და ცაზე ასეთი წარწერა გამოჩნდა - „Kick rapists off the pitch” (გამაუპატიურებლები მოედნიდან გააგდეთ). ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ტომას პარტეის ბრალი გაუპატიურებაში ედება და ეს ბანერი მის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მატჩს რაც შეეხება, „მეთოფეებმა“ დამაჯერებლად იმარჯვეს. შეხვედრაში ანგარიში მეოცე წუთხე გაიხსნა და „არსენალი“ გაბრიელ მარტინელიმ დააწინაურა, რომელსაც ოლექსანდრ ზინჩენკომ გაატანინა. პირველ ტაიმში ტაბლოზე არაფერი შეცვლილა, 85-ე წუთზე კი მარკ გეჰიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „არსენალმა“ სეზონი გამარჯვებით გახსნა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონელები მომდევნო შეხვედრას „ლესტერის“ წინააღმდეგ გამართავს, „კრისტალ პალასი“ კი სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლა ლიგამ უარი უთხრა - ბარსელონა ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს
ლა ლიგამ უარი უთხრა - ბარსელონა ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს