ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

CALCIONAPOLI1926 კვარაზე: მისთვის ინსინიეს მემკვიდრეობის გადაბარება მძიმე ტვირთი იქნება

ქართველი და არამხოლოდ ქართველი გულშემატკივარი დიდი ინტერესით ველოდებით იტალიის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტს. 25 აგვისტოს, ნაპოლი გათამაშების პირველ ტურში სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება და ქართველ ფეხბურთელსაც ევროპის ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში პირველად სწორედ ამ თამაშში ვიხილავთ.

ბუნებრივია, კვარას დებიუტს მოუთმენლად ელიან იტალიელებიც და ადგილობრივ მედიაში ქართველ ფეხბურთელზე ბევრი სტატია იწერება. Calcionapoli1926-ი ამ მოლოდინების შესახებ წერს და ამბობს, რომ ხვიჩა ნეაპოლში ლორენცო ინსინიეს ღირსეული შემცვლელი გახდება.

რას წერს CALCIONAPOLI1926:

როდესაც სერია A-ს ახალ საახეებს მიმოვიხილავთ, შეუძლებელია არ შევეხოთ ხვიჩა კვარაცხელიას, ქართულ ღირსშესანიშნაობას, რომლის მსგავსი ნიჭიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება ძალიან ცოტას ჰქონდეს. მას თავიდანვე ისეთი დონის გუნდში უნდა ეთამაშა, როგორიც „ნაპოლია“, რომელსაც მაღალი ამბიციები აქვს. მას ნეაპოლში ისტორიული კაპიტნის, ლორენცო ინსინიეს შეცვლა მოუწევს.

კვარაცხელიას დებიუტი ახლოვდება: ის ნაპოლის მფლობელი გახდება

წინასწარ რთული იქნება იმის თქმა, შეძლებს, თუ არა ის ინსინიეს შეცვლას. ხვიჩასთვის ლორენცოს მემკვიდრეობის გადაბარება ალბათ მძიმე ტვირთიც იქნება. როდესაც სერია A დაიწყება, მას ფაქტობრივად, ადაპტაციისთვისაც დრო აღარ ექნება და საქმეში დაუყონებლივ უნდა ჩაებას. მას თავიდანვე მოუწევს კლუბში ისეთი მნიშვნელოვანი როლის მორგება, როგორიც ინსინიეს ჰქონდა, მან ნაპოლის ლიდერობა უნდა გაუწიოს, რაც სადებიუტო სეზონში საკმაოდ რთულიც იქნება. თუმცა, ამის შესაძლებლობა კვარაცხელიას ნამდვილად აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით შეხვედრას დღეს, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები