ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა VS ესპანიოლი - სპალეტის გუნდის უგოლო ფრე

იტალიურმა ''ნაპოლიმ'' მორიგი ამხანაგური მატჩი ''ესპანიოლთან'' ჩაატარა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია კვლავ სასტარტოში ათამაშა.

''ნაპოლის'' იდეალური ფეხბურთი ნამდვილად არ უთამაშია, შეტევის ხაზში ხშირი იყო ტექნიკური წუნი და არაზუსტი გადაცემები. მიუხედავად ამისა, ხვიჩამ რამდენიმე ეპიზოდში საუკეთესო თვისებები გამოავლინა. მან ერთხელ კარის მიმართულებითაც დაარტყა, თუმცა დარტყმას სიძლიერე აკლდა.

ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია 69-ე წუთზე ოსიმენთან ერთად შეცვალა.

სერია ა-ს 2022-23 წლების სეზონის პირველ ტურში ''ნაპოლი'' ჰელას ''ვერონას'' დაუპირისპირდება. მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, სერია ა-ში კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ, ლუკა ლოჩოშვილი ''ვოლფსბერგერიდან'' ''კრემონეზეში'' გადადის. 

ავსტრიული კლუბის პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმა Sky Sports-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ქართველი მცველის ავსტრიული კარიერა სრულდება, ლოჩოშვილი სერია ა-ს ''კრემონეზეს'' ფეხბურთელი გახდება.

რიგლერი:''ლუკას ტრანსფერზე ორი კლუბი ძალიან აქტიურობდა: ჰელას ''ვერონა'' და ''კრემონეზე''. ფეხბურთელმა არჩევანი ''კრემონეზეს'' სასარგებლოდ გააკეთა. ფინანსური კუთხით ორივე კლუბის მხრიდან მსგავსი წინადადებები მივიღეთ. მას მივეცით უფლება, რომ არჩევანი თავად გაეკეთებინა. მან ''კრემონეზე'' აირჩია''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები