1 კვირაში ანრისა და შირერის გვერდით დააყენეს - გუარდიოლამ ჰოლანდის კრიტიკოსებს უპასუხა
Aa
Aa

1 კვირაში ანრისა და შირერის გვერდით დააყენეს - გუარდიოლამ ჰოლანდის კრიტიკოსებს უპასუხა

ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში ''მან. სიტიმ'' სტუმრად ''ვესტ ჰემი'' ერლინგ ჰოლანდის დუბლით დაამარცხა (0:2). გამარჯვების შემდეგ პეპ გუარდიოლამ ნორვეგიელი ფორვარდის შესახებ ისაუბრა:

''ვიღაცები ამბობდნენ, რომ მას პრემიერ ლიგასთან ადაპტირება არ შეეძლო, ახლა კი, ერთი კვირის შემდეგ საუკეთესოა, ტიერი ანრის, შირერისა და რონალდუს გვერდით დააყენეს''.

ჰოლანდი ერთი კვირის წინ ''ლივერპულთან'' გამოუყენებელი მომენტების გამო გააკრიტიკეს, თუმცა ''ვესტ ჰემთან'' შესანიშნავად ითამაშა, პრემიერ ლიგაში დებიუტი დუბლით აღნიშნა.

''ეს შესანიშნავი დასაწყისია, თუმცა მეტის გატანა შემეძლო, გიუნდოგანთან კომბინაციაში შექმნილი მომენტი უნდა გამომეყენებინა. ბედნიერი ვარ, რომ მამამ ჩემი ორივე გოლი ნახა, ეს ხომ ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო, პრემიერ ლიგაში პირველად ვითამაშე''.

პრემიერ ლიგის მეორე ტურში ''მან. სიტი'' ''ბორნმუთს'' უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა 13 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები