მემფის დეპაი
Aa
Aa

ბარსა მზადაა დეპაი უფასოდ გაუშვას - კლუბს მის მიმართ ერთი მოთხოვნა აქვს

''ბარსელონა'' მზადაა მემფის დეპაისთან კონტრაქტი გაწყვიტოს და ფეხბურთელს უფასოდ წასვლის უფლება მისცეს. ინფორმაციას მატეო მორეტო ავრცელებს.

ტურინის ''იუვენტუსისთვის'' ალვარო მორატას გადაბირება რთული ამოცანაა. გარდა ამისა, რასპადორი ''ნაპოლიში'' გადასვლას უახლოვდება. აქედან გამომდინარე, ტურნირული კლუბი დეპაის დამატებას ეცდება, ნიდერლანდელი ''ბარსასთან'' კონტრაქტს გაწყვეტს და ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდება.

''ბარსას'' კონტრაქტის გაწყვეტისთვის დეპაისთან მიმართებით ერთი მოთხოვნა აქვს: მოთამაშემ ''ბარსას'' უნდა აცნობოს, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას.

28 წლის დეპაის პსვ-ში, ''მან. იუნაიტედსა'' და ''ლიონში'' უთამაშია. 2021 წლიდან ''ბარსას'' ფეხბურთელია, კატალონიურ გრანდში 36 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა მორეტოს ინფორმაციით, მხარეები ხელშეკრულებას გაწყვეტენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დადებით ძალას მაძლევენ - არველაძემ ჰალის ქომაგებზე ისაუბრა
დადებით ძალას მაძლევენ - არველაძემ ჰალის ქომაგებზე ისაუბრა