ვატო არველაძე, ნეფთჩი
Aa
Aa

ოფიციალურად: ვატო არველაძე ბაქოს ნეფთჩის ფეხბურთელია

24 წლის ქართველი თავდამსხმელი, ვატო არველაძე კარიერას ბაქოს „ნეფთჩიში“ გააგრძელებს. ინფორმაცია აზერბაიჯანულმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

ნეფთჩის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 წლიანი სისტემით გაფორმდა. ვატო არველაძე „ნეფთჩიში“ 18-ნომრიან მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე 24 წლის ფეხბურთელი თბილისის „ლოკომოტივში“, პოლონურ „კორონაში“ და თურქულ „კარაგუმრუკში“ თამაშობდა. არველაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 გოლის გატანა მოასწრო.

ცნობისთვის, „ნეფთჩიში“ ვატო არველაძის თანაგუნდელი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, საბა კვერკველია იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები