გიორგი გაგუა, ალავესი, რეალ უნიონი
Aa
Aa

ალავესმა გიორგი გაგუა ესპანეთის მესამე ლიგის გუნდში გაანათხოვრა

„დეპორტივო ალავესმა“ გიორგი გაგუა ესპანეთის მესამე ლიგის გუნდ „რეალ უნიონში“ გაანათხოვრა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ კლუბში 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს, „უნიონს“ კი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

20 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ „მერანის“ აკადემიის აღზრდილია და „ალავესის“ რიგებში 2020 წლიდან ირიცხება, თუმცა ძირითად გუნდში თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. „ალავეს 2“-ის შემადგენლობაში კი გაგუამ 25 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„რეალ უნიონი“ ესპანეთის ჩემპიონატის მესამე დივიზიონში გასულ სეზონში აღზევდა. ახალი სეზონიდან კი ქართველი ფეხბურთელის ახალ კლუბს ლა ლიგა 2-ში გადასვლის შანსი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ყოფილი დირექტორი ხვიჩაზე: „ძალიან მომწონს, მაგრამ...“
ნაპოლის ყოფილი დირექტორი ხვიჩაზე: „ძალიან მომწონს, მაგრამ...“