მემფის დეპაი
Aa
Aa

ფავორიტი იუვენტუსია - ტოტენჰემს დეპაის დამატება არ სურს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლონდონის ''ტოტენჰემი'' მემფის დეპაის გადაბირებით დაინტერესებული არაა. ნიდერლანდელის დამატებისთვის ბრძოლაში ფავორიტი ტურინის ''იუვენტუსია'', მხარეები ორწლიან კონტრაქტს განიხილავენ, თუმცა იტალიურ კლუბში გადასვლამდე მემფისმა ''ბარსასთან'' კონტრაქტი უნდა გაწყვიტოს.

მატეო მორეტოს ცნობით, ''ბარსელონა'' მზადაა მემფის დეპაისთან კონტრაქტი გაწყვიტოს და ფეხბურთელს უფასოდ წასვლის უფლება მისცეს. 

ტურინის ''იუვენტუსისთვის'' ალვარო მორატას გადაბირება რთული ამოცანაა. გარდა ამისა, რასპადორი ''ნაპოლიში'' გადასვლას უახლოვდება. აქედან გამომდინარე, ტურნირული კლუბი დეპაის დამატებას ეცდება, ნიდერლანდელი ''ბარსასთან'' კონტრაქტს გაწყვეტს და ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდება.

''ბარსას'' კონტრაქტის გაწყვეტისთვის დეპაისთან მიმართებით ერთი მოთხოვნა აქვს: მოთამაშემ ''ბარსას'' უნდა აცნობოს, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას.

28 წლის დეპაის პსვ-ში, ''მან. იუნაიტედსა'' და ''ლიონში'' უთამაშია. 2021 წლიდან ''ბარსას'' ფეხბურთელია, კატალონიურ გრანდში 36 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა მორეტოს ინფორმაციით, მხარეები ხელშეკრულებას გაწყვეტენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგნები პრემიერ ლიგის ისტორიიდან - Athletic-მა გაბრაზებული ქეცბაია გაიხსენა
საგნები პრემიერ ლიგის ისტორიიდან - Athletic-მა გაბრაზებული ქეცბაია გაიხსენა