შოთა არველაძე
Aa
Aa

„ბიჭებისგან მეტს ველოდები“ - არველაძემ ბრედფორდთან მარცხზე ისაუბრა

„ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ „ბრედფორდთან“ გამართულ მატჩზე ისაუბრა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ინგლისის ლიგის თასის ეგიდით იასპარეზა და მეტოქესთან 1:2 წააგო, რამაც არველაძე იმედგაცრუებული დატოვა.

„ამ შეხვედრას ისე მივუდექით, თითქოს მარტივი მატჩი ყოფილიყო და თავდაუზოგავად არ გვიმუშავია, რაც პირადად ჩემთვის და კლუბისთვის ძალიან, ძალიან სამწუხაროა. ბიჭებისგან მეტს ველოდები. გატანილი გოლის შემდეგ გავჩერდით და ეს ძვირად დაგვიჯდა.

სათასო მატჩებში ასეთი რაღაცები ხშირად ხდება ხოლმე. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, ახლა კი ამ ტურნირთან დამშვიდობება მოგვიწევს. მეტოქემ კარგად ითამაშა. მათ სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად დიდი სამუშაო გასწიეს და მიზანსაც მიაღწიეს“.

შეგახსენებთ, რომ ანგარიში „ჰალ სიტიმ“ გახსნა და 24-ე წუთზე „ბრედფორდის“ მეკარე ჰარი ლუისზე ავტოგოლი დაფიქსირდა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა ფორვარდმა ენდი კუკმა დუბლი შეასრულა, 39-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, 44-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა. არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 13 აგვისტოს გამართავს და თბილისის დროით 22:45-ზე „ნორვიჩს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარაცხელია სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“
ნაპოლის ყოფილი თავკაცი: „კვარაცხელია სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“