ფლორენტინო პერესი, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ფლორენტინო პერესის გეგმა - რეალი ბერნარდუ სილვასთვის ბრძოლაში ჩაერთო

გუშინ, უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ „ბარსელონამ“ „მანჩესტერ სიტის“ ბერნარდუ სილვას ტრანსფერის თაობაზე წინადადებით მიმართა და მის სანაცვლოდ 46 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა. ისიც ითქვა, რომ „ქალაქელებმა“ თანხმობა განაცხადეს, თუმცა Daily Mail-ისა და Athletic-ის ცნობით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ბრიტანული გამოცემები „სიტის“ ხელმძღვანელებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და სილვას სანაცვლოდ გაცილებით მეტს ითხოვენ. „სიტის“ მესვეურებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ ბერნარდუს „ბარსაში“ გადასვლა სურს, მაგრამ მას მხოლოდ 80 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეელევიან.

პორტუგალიელ ფეხბურთელზე ესპანურმა გამოცემებმაც დაწერეს და Diario Gol-ის ცნობით, მისი საკუთარ რიგებში ხილვა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სურს. ეს უკანასკნელი სილვას წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და განუცხადა, რომ თუ მათი აგენტი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადავა, ლუკა მოდრიჩის მემკვიდრის სტატუსი ექნება და როცა ხორვატი წავა, მის ნომერსაც მიიღებს. პერესს იმედი აქვს, რომ ტრანსფერს რაც შეიძლება სწრაფად დახურავს და მზადაა, ბერნარდუს გაცილებით მაღალი ხელფასი შესთავაზოს, ვიდრე ეს „ბარსელონამ“ გააკეთა.

სხვათა შორის, რამდენიმე საათის წინ, ფრანგულ პრესაში დაწერეს, რომ სილვათი „პარი სენ-ჟერმენიც“ ინტერესდება და მოვლენების განვითარებას აკვირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან შეცდომის დაშვება არ შეიძლება“ - იტალიურ პრესაში ზუროსის გუნდზე წერენ
„საქართველოსთან შეცდომის დაშვება არ შეიძლება“ - იტალიურ პრესაში ზუროსის გუნდზე წერენ