მემფის დეპაი
Aa
Aa

დეპაი მიდის - იუვენტუსს იმედი აქვს, რომ ტრანსფერს ამ კვირაში დახურავს

მემფის დეპაი „ბარსელონას“ ტოვებს. ესპანური Relevo-ს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს და დიდი ალბათობით, „ბიანკონერი“ მის ტრანსფერს ამ კვირაში დახურავს.

„ბებერი ქალბატონი“ ნიდერლანდელის სანაცვლოდ „ბარსას“ სიმბოლურ თანხას გადაუხდის. ტურინელები დეპაისთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ და მას წინადადებითაც მიმართეს. „იუვემ“ მემფისს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და ყოველწლიურად, ხელფასის სახით, 6 მილიონ ევროს დაპირდა.

კატალონიური Sport-ის ცნობით, დეპაის „კამპ ნოუს“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს და ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერია. მისი გაშვებით „ბარსელონაც“ ინტერესდება და საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, მას უსასყიდლოდ შეელიოს.

შეგახსენებთ, რომ დეპაიმ „ბლაუგრანას“ მაისურით 36 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი შეაგდო. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბიჭებისგან მეტს ველოდები“ - არველაძემ ბრედფორდთან მარცხზე ისაუბრა
„ბიჭებისგან მეტს ველოდები“ - არველაძემ ბრედფორდთან მარცხზე ისაუბრა