ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში - ლუკა ლოჩოშვილი კრემონეზეს ფეხბურთელია

ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ფეხბურთელია. სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ქართველი მცველი „ლა კრემოს“ მოთამაშედაა მოხსენიებული და უახლოეს წუთებში კლუბის ოფიციალურ განცხადებასაც უნდა ველოდოთ.

რამდენიმე წუთის წინ, Tuttomercatoweb-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელიც იტალიური კლუბის სატრანსფერო საქმიანობას მიუძღვნა და განაცხადა, რომ ლოჩოშვილმა „კრემონეზეში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. Tuttomercatoweb-ის მიხედვით, ლუკა და სირიელ დესერსი „ლა კრემოს“ მე-17 და მე-18 შენაძენი გახდებიან.

შეგახსენებთ, რომ „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტის, დიტმარ რიგლერის მიხედვით, ლუკას ტრანსფერზე ორი კლუბი აქტიურობდა: „ვერონა“ და „კრემონეზე“. ფინანსური კუთხით ორივე კლუბის მხრიდან მსგავსი წინადადებები იყო და არჩევანი ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა.

„კრემონეზე“ ლოჩოშვილის სანაცვლოდ 1.6 მილიონ ევროს გადაიხდის. თანხის ოდენობით, ლუკას ტრანსფერი „ვოლფსბერგერის“ ისტორიაში მეორე ადგილზეა. ლოჩოშვილი ავსტრიულ კლუბს 2020 წელს, თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა და „ვოლფსბერგერის“ მაისურით 71 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბიჭებისგან მეტს ველოდები“ - არველაძემ ბრედფორდთან მარცხზე ისაუბრა
„ბიჭებისგან მეტს ველოდები“ - არველაძემ ბრედფორდთან მარცხზე ისაუბრა