ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, ვოლფსბერგერი
Aa
Aa

„მადლობა განსაკუთრებული 2 წლისთვის“ - ლოჩოშვილი ვოლფსბერგერს დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც მომდევნო სეზონიდან იტალიის სერია A-ს კლუბ „კრემონეზეში“ ითამაშებს, სოციალურ ქსელში „ვოლფსბერგერის“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

რას წერს ლოჩოშვილი:

მადლობა განსაკუთრებული 2 წლისთვის, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებაში დამეხმარა. დიდი მადლობა ყველა მწვრთნელს, პერსონალს და თანაგუნდელებს, რომელთან ერთდაც მქონდა შანსი, რომ როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი უფრო მეტად გავზრდილიყავი. არასოდეს დამავიწყდება ყველა ის ემოცია, რაც ერთად განვიცადეთ და ყველა ის შესაძლებლობა, რაც თქვენთან ერთად მომეცა. ვოლფსბერგერს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება როგორც ჩემს კარიერაში, ისე გულში. მადლობა ყველაფრისთვის!

View this post on Instagram

A post shared by Luka Lochoshvili (@lukaloch)

ქართველმა ფეხბურთელმა „კრემონეზეში“ სამედიცინო შემოწმება დღეს დილით გაიარა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილის ყოფილი კლუბის, „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის სერია A-ორი გუნდი - „ვერონა“ და კრემონეზე“ იბრძოდნენ. ორივე მხარის შეთავაზება თითქმის იდენტური იყო, საბოლოო არჩევანი კი ლოჩოშვილმა გააკეთა. „კრემონეზეს“ ქართველი მცველის ტრანსფერი 1.6 მილიონი ევრო დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და „ვოლფსბერგერში“ 2020 წლის ზაფხულში გადავიდა. ავსტრიული გუნდის შემადგენლობაში მან 71 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის სტატუსი არ შეიცვლება - ვალენსიამ კასტილეხო და ლინო დაარეგისტრირა
მამარდაშვილის სტატუსი არ შეიცვლება - ვალენსიამ კასტილეხო და ლინო დაარეგისტრირა