ევროპის ჩემპიონატი - მაისურაძის სამი მედალი პოლონეთიდან
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - მაისურაძის სამი მედალი პოლონეთიდან

პოლონეთის ქალაქ რაშინში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მაისურაძემ სამი მედალი 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მოიპოვა.

49 კგ. წონით კატეგორიის ატაცში  მარიამმა სამივე ცდა (66/ 69/72კგ.) წარმატებით დაძლია  და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში ახალგაზრდა სპორტსმენმა სამი ცდიდან ორი (84/88 კგ.) გამოიყენა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ორჭიდის ჯამში კი მარიამ მაისურაძემ 160 კილო დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ამასთანავე მაისურაძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში 3, აკვრაში 3, ორჭიდში კი 6 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.

ევროპის ჩემპიონი სომეხი ალექსანდრა გრიგორიანი გახდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 167 კილო დაძლია.

დღესვე ევროპულ ფიცარნაგზე დიმიტრი აბრალავას (55 კგ.) და გიგა ოდიკაძეს (55 კგ.) ვიხილავთ. აბრალავას შეჯიბრი 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო ოდიკაძის 18:30-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტალახაძე:
ტალახაძე: "გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვერ გამოვსულიყავი"