ევროპის ჩემპიონატი - დიმიტრი აბრალავა ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - დიმიტრი აბრალავა ევროპის ჩემპიონია

პოლონეთის ქალაქ რაშინში მიმდინარე ძალოსანთა კონტინენტის პირველობაზე, დიმიტრი აბრალავა ევროპის ჩემპიონი გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა სამი მედალი, 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

55 კგ. წონითი კატეგორიის ატაცში  დიმიტრიმ  (78/81/84კგ) დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში ახალგაზრდა სპორტსმენმა სამივე ცდა (95/99/105 კგ) გამოიყენა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამში კი დიმიტრი აბრალავამ 188 კილო დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, პოლონეთში სამი მედალი მარიამ მაისურაძემ დაისაკუთრა. ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში ვერცხლი მოიპოვა, ხოლო აკვრასა და ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს დასჯერდა.

ევროპის ჩემპიონატზე დღეს კიდევ ერთი ძალოსანი იასპარეზებს. 18:30 საათზე საქართველოს სახელით მედლებს გიგა ოდიკაძე შეუტევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტალახაძე:
ტალახაძე: "გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვერ გამოვსულიყავი"