ლევან საგინაშვილი
Aa
Aa

„აქ იყო ლევანი“ - საგინაშვილის ყოფილი მეტოქის სახალისო ტატუ

King Of The Table 4-ზე, რომელსაც დუბაიმ უმასპინძლა, ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი კანადელ ლეგენდას, დევონ ლარატს დაუპირისპირდა. ლევანმა ბრწყინვალედ იასპარეზა და მეტოქეს ექვსივე რაუნდი მოუგო.

უშანსო მარცხის გარდა, ლარატმა ტრავმაც მიიღო და საგინაშვილმა მას მხრის ორთავა კუნთი გაუწყვიტა. რამდენიმე საათის წინ, კანადელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და თავის ქომაგებს ახალი ტატუს ამსახველი ფოტო გაუზიარა.

ლარატმა იმ ხელზე, რომელზეც კუნთი გაუწყდა, ქართულად ასეთი წარწერა გაიკეთა: „ლევანი აქ იყო“. წარწერის დაბლა კი კატასა და რიცხვ 415-ს ვხედავთ. ეს შემთხვევითობა არაა. საგინაშვილთან ბრძოლამდე, კანადელი ლევანს 415 ფუნტი წონის მქონე (დაახლოებით 188 კილოგრამია) „ფისუნია კატას“ უწოდებდა.

View this post on Instagram

A post shared by Devon Larratt (@devlarratt)

შეგახსენებთ, რომ საგინაშვილი 2018 წლის შემდეგ არ დამარცხებულა და ლარატთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ რემატჩისთვისაც მზადაა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავისი დრიბლინგით ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ - ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე
„თავისი დრიბლინგით ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ - ნაპოლის ფეხბურთელები ხვიჩაზე